Blog Archives

Facebook თბილისში, ან პირიქით

Log in –> Home –> Most Recent ნინუცამ “Fashion Week”-ის სტენდის ფონზე გადაღებული ფოტო ატვირთა, ქეთკამ მოუწონა, ელომაც, ნიგრიტიანკამ, სალომემ, ზალიკომ და ჩაეშვა კომენტარები: – როგორ მომწოოოოონს – mmmm….. mec!!! – ვაიმეეეე, ჩემი კაბააააა – ულამაზესი ხარ ნიიიინ!!! – მეც მინდააააა… … Continue reading

More Galleries | 15 Comments

ორმაგი სტანდარტების მიმდევრები

აგინებენ ევროპულ ცივილიზაციას და როგორც კი საუბარი მათი შვილების მომავალზე ჩამოვარდება, ოცნებობენ, როგორმე მათი ევროპაში სასწავლებლად გამგზავრება შეძლონ. თან აყოლებენ ,,იქნებ დროზე დააღწიონ თავი ამ უპერსპექტივო ქვეყანას და იქ მაინც რამეს მიაღწიონ. მერე იქნებ იმდენი ქნან, რომ ჩვენც აქაურობას მოგვაშორონ … Continue reading

More Galleries | 5 Comments

ვენაში

ვენამდე იყო მიღება. თბილისი, რომელიღაც სექტემბერი, ექვსის ნახევარი, ახლად ჩამოსულ პრესის ატაშეს ვაცნობთ ყველას, ყველას ვინც მას უნდა იცნობდეს. გახდა 7 საათიც და მოადგა უზადოდ შერჩეულ სტუმართა ტალღა გალავანს. მიღება რეზიდენციაში ორ ფრონტად გაიყო, მისაღებსა და ეზოში, აუზის გარშემო. გამომდინარე იქიდან, … Continue reading

More Galleries | 15 Comments

ბათუმი – კონტრასტების ქალაქი

ბათუმი, დეკემბერი (თუმცა არ ცივა) თევზის რესტორანი „მარსელი“, პროვინციული საახალწლო გაფორმებით და სასიამოვნო მომსახურებით – –         რომელ თევზს შემომთავაზებთ? –         ნიორწყალში? –         არა. –         ბარაბულკა, … –         იყოს ბარაბულკა –         მარტო იქნებით? –         დიახ ეროს რამაზოტი აფორმებს შეკვეთის პროცესს. გოგო … Continue reading

More Galleries | Tagged , , , , , , , , , , , , | 4 Comments

ფლანგვა ფარცხისში

აივანზე ჰამაკი არასწორად გაუჭიმიათ და ოდნავ გადახრილია, გარე კაფის თეთრი პლასტმასის სკამები ერთმანეთში ჩაუწყვიათ, ტალავერზე მოფენილი ამერიკული ველური ჯიშის ვაზი  იზაბელა მომწიფებას ელოდება, ვახო თაკოს თმაზე ეფერება, ორივე ერთად კი ტელევიზორს მისჩერებიან, რომელიც სექსს დიდ ქალაქში უჩვენებს. აივანი კი ხეხილით … Continue reading

More Galleries | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

დილა, ლელო, ნატო და მაკეინის გამარჯვება

დღე დაიწყო „მაშინა ვრემენი“-ს სიმღერით – „სვეჩა“, გაგრძელდა „mosquito factory”-ს და „Louie Austen”-ის „perfect day“-თ, შევურიე ცოტა გრებენშიკოვი, შინი, რამოდენიმე წერილი facebook-ზე, ხაჭო და არაჟანი, თაფლიანი ჩაი და გახდა თორმეტი საათიც. დილიდან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე ვიდექი. ან უნდა გავყოლოდი მამაჩემს … Continue reading

More Galleries | Tagged , , , , , , , , , , , , | 3 Comments

მსუყე დღე – უკეთესი მომავლის პერსპექტივით ))

დილა მშვიდობის მშვენიერო მაკრინე! დიდი ალბათობაა იმის, რომ სასთუმალი უკვე კარგა ხნის მიტოვებული გაქვს და სტანდარტულ საოფისე სავარძელს ხარ მორგებული. შენი არ ვიცი, მაგრამ ჩემმა დღემ გუშინ ცვალებადი ემოციებით ჩაიარა. დავიწყოთ ზესტაფონით. პირველად ზესტაფონის თამაშზე ბოლნისში ვიყავი, სადაც ჩემმა მეგობარმა … Continue reading

More Galleries | 1 კომენტარი