დილა, ლელო, ნატო და მაკეინის გამარჯვება

დღე დაიწყო „მაშინა ვრემენი“-ს სიმღერით – „სვეჩა“, გაგრძელდა „mosquito factory”-ს და „Louie Austen”-ის „perfect day“-თ, შევურიე ცოტა გრებენშიკოვი, შინი, რამოდენიმე წერილი facebook-ზე, ხაჭო და არაჟანი, თაფლიანი ჩაი და გახდა თორმეტი საათიც.

დილიდან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე ვიდექი. ან უნდა გავყოლოდი მამაჩემს ხევსურეთში სასტუმროს დასაჯავშნად (ხევსურეთში არცერთი მობილური ოპერატორი არ მუშაობს) ან დავლოდებოდი მანქანას და საღამოს ფარცხისში ჩავსულიყავი ჩემს უახლოეს მეგობრებთან. ფარცხისი ვარჩიე და იმედია არჩევანში არ შევმცდარვარ. ხევსურეთში არ მინდოდა გადარბენით ჩავსულიყავი და პირველად ნახვის ეიფორია გარკვეულწილად მაინც შემეზღუდა.

დრო დამენანა და გულის გაწვრილებამდე მაცხუნებელ მზესთან შეუპოვარ ბრძოლას ვარჩიე კონდიციონერის ხელოვნური ჰაერით დავმტკბარიყავი, იმ იმედით რომ წერის ხასიათზე მოვიდოდი. სწორედ ამ ყველაფერზე ფიქრის დროს ბებიაჩემმა ტატამ ლოგინში გამოწერილი „ლელო“ მომაწოდა, რამაც სრულად გამიქარწყლა ჩემი მისწრაფებები მწერლობისაკენ და შევუდექი სტატიების კითხვას, დაახლოებით ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზიდან გამოგზავნილ წერილებს კითხულობდნენ მეომართა ოჯახის წევრები.

„ბიჭებს ჩარტერი სჭირდებათ!“ – მთავარი თემით იუწყება გაზეთი „ლელო“, რომელიც 1934 წლის 13 აპრილიდან გამოიცემა. საქმე ისაა, რომ 5 აგვისტოს პოლეთთან თბილისში მოგებული მატჩის შემდეგ გათანგულ ყველაზე მაღალ ქართველებს 8 აგვისტოს თამაში უწევდათ ბელგიასთან სტუმრად ანტვერპენში. 6 აგვისტოს კლუბი ჯერ სტამბულში ჩაფრინდა, იქიდან ბრუსელში გაემგზავრა, ბრუსელიდან კი მატარებლით ჩავიდნენ ანტვერპენში. მგზავრობით დაღლილმა ქართველებმა მოგებული თამაში ბოლო მეოთხედში წააგეს 10 ქულის სხვაობით. სტატიაც ამ საკითხს ეხება, სადაც მოყვანილია მთავარი მწვრთნელის, ასისტენტის, ტექნიკური დირექტორის, მოთამაშეების, მაყურებლის, ჯულია რობერთსის, დასტინ ჰოფმანის, ზაალ სამადაშვილის, პრინცი ჩარლზის, თურქი მესხების და სხვათა და სხვათა კომენტარები, სადაც ყველა ერთხმად აღიარებს, რომ „გადაიღალნენ ბიჭები“. „ლელო“-ს რედაქციაც ამ გადაღლას არაპირდაპირ რეისს აბრალებს და ფედერაციისგან გასვლით მატჩებზე ჩარტერული რეისების დანიშვნას ითხოვს.

პესიმისტურმა სტატიებმა სიგარეტის მოწევა გადამაწყვეტინა. ფანჯრის გამოღება იყო და მზის მილიონამდე სხივმა ერთდროულად დამანათა, თვალებში თეთრად გამინათდა, სიგარეტს მოვუკიდი და დავნებდი მზის მცხუნვარებას. ფანჯარაშიც არაფერი საინტერესო არ ხდება. ვინც ფული შეაგროვა ან ვალი აიღო, ყველამ საბჭოური ტრადიციის მიხედვით „ცოლ-შვილი დასასვენებლად გაუშვა“. საბჭოეთს ნაკლებად მიჩვეულებმა ჭკუა იხმარეს და სიცხეში ლუდის სმას და ძახილს „ცოტა ხნით მაინც დავისვენებ ოჯახისგანო“ დასვენება ცოლ-შვილთან ერთად გადაწყვიტეს.

ფანჯრის აქეთ კომპიტერისგან ოდნავ მარცხნივ “Genius”-ის დინამიკებზე მიდევს „NATO“-ს მომცრო დროშა. ეს დროშა დაახლოებით იმ დროს შევიძინე მთელი ერი NATO-ზე, რომ ოცნებობდა. მათ რიგებში ვიყავი მეც. მეგონა „NATO“ გადაარჩენდა საქართველოს, აღუდგენდა ტერიტორიებს, მოაგვარებდა ოჯახურ კონფლიქტებს, დამიფარავდა საკრედიტო ბარათს, დაიფარავდა პლუტონს და ვენერას და ბევრ სიკეთეს დასთესდა. მეც ამ პოსტ-რევოლუციურ პერიოდში პოსტ-რევოლუციური დეპრესიის გასაქარვებლად დავიდგი დროშა „NATO“-სი. მინდოდა „NATO“ და მაკეინის გამარჯვება, სანამ ამ თემებზე დათო ტურაშვილის ყველაზე სწორი ფრაზა არ მოვისმინე – „ქართველებს მაკეინი იმიტომ უნდათ, რომ მუხის ძირში წამოწვნენ და არაფერი არ აკეთონო“. ტურაშვილის ეს ფრაზა ძალიან კარგად დამამახსოვრდა, რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ყველამ საკუთარი ცხოვრებით უნდა ვაშენოთ.

Advertisements
გალერეა | This entry was posted in ზაფხულის წერილები and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to დილა, ლელო, ნატო და მაკეინის გამარჯვება

  1. Molly Bloom ამბობს:

    ჰო, ჩვენ ყოველთვის ვიღაცას ველოდებით, რომ მერე მუხის ძირში მშვიდად წამოვწვეთ და იმ ვიღაცამ ჩვენი საქმე აკეთოს. მერე ის ვიღაც არ აკეთებს, ან რატომ უნდა გააკეთოს, ჩვენ ვებოღმებით, ვლანძღავთ და ახალი მშველელის ძებნას ვიწყებთ 😦

  2. Mariam Kavtaradze ამბობს:

    ისე, რა დასამალია და, ნატოც ამისთვის გვინდა ქართველებს ნაწილობრივ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s