Category Archives: Uncategorized

40 ცელსიუსი

ჭერი, მოჭიმული, გათბობა ცენტრალური, ეს აქ დამიდგით, მზეზე გამიდგით. ტიხარი, მასალა, ტუალეტი, აბაზანა, რბილი იატაკი, რა გინდა მეტი? არც არაფერი. გილოცავ! აწი აქ იცხოვრებ… კი, მაგრამ რემონტი? რემონტზე მე ვიზრუნებ. და განათება? გარე განათება? ჯერ ჩემთან იცხოვრებ, მერე გადახვალ. I … Continue reading

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

ნაპოვნი დღიურების კრებული – 1

გიჟდებოდა ლობიოზე, წნილზე და ანონიმურ კლუბებზე. სულ აინტერესებდა, მაგრამ მისვლას ვერ ბედავდა. ცეკვაც ყოველთვის უნდოდა, მაგრამ ერიდებოდა. Continue reading

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

ძილში

სამყაროს ამოტრიალება უნდოდათ და ბოლოს მაინც ქალზე წერდნენ. მუდმივად ჰიპნოზში ყოფნის სურვილით საბოლოოდ მოკვდნენ ან გარდაიცვალნენ. გოიმობის მუდმივი შიშით არ წერდნენ, არ ამბობდნენ რასაც გრძნობდნენ, მასას გაურბოდნენ და ერთმანეთს ემსგავსებოდნენ. დილის 6 საათზე ვემზადები წასასვლელად. ფეხაკრეფით დავდივარ სახლში არავინ რომ … Continue reading

გალერეა | 2 Comments

გასვლა

ჭარხალს რომ იყიდი, ნახე რბილი არ იყოს, კარტოფილი საშუალო ზომის და ზეთის ხილი ორი ქილა. მუხუდო იყიდე შუშის ქილაში, ნახევრად მოხარშული. ვადა შეამოწმე, ცელოფნის პარკი წაიღე. საპონიც გათავდა, ფერადი ავტომატი იყიდე რამე უბრალო, გაგვითავდა. ტელევიზორი როგორ მუშაობს, რომ ვერ ხსნი … Continue reading

გალერეა | დატოვე კომენტარი

ველოსიპედები

მანქანები მიჰქრიან, თითქოს ახლები და სწრაფები არიან. ხმას უშვებენ, ღმუიან, ფეხითმოსიარულეებს აწუხებენ, ახრჩოლებენ, აგინებენ და სისწრაფეს უმატებენ. ზოგი განსაკუთრებით სწრაფად მესამე ხაზში მიჰქრის, ყველას ფარებს უნთებს. ალბათ მათ განსაკუთრებით ეჩქარებათ. მშენებარე სახლები ამ ხმაურს დამატებით ეფექტს მატებენ, ხალხს ტვინი ეხდება … Continue reading

გალერეა | %(count)s კომენტარი

პრეზიდენტი და ქიშმიში

სკოლის ბუფეტში ფუნთუშას იმ იმედით ვჭამდი, რომ ერთზე მეტი ქიშმიში შემხვდებოდა. ხშირად ერთიც არ იყო და თავს ვიტყუებდი, რომ ქიშმიში ერთერთ გამორჩეულად ტკბილ ლუკმაში შემეპარა და ვფიქრობდი, დროულად რომ შემემჩნია, სიამოვნებასაც უფრო ადეკვატურად აღვიქვამდი. სკოლის ფუნთუშა კექსმა ჩაანაცვლა, ქიშმიში ქიშმიშად … Continue reading

გალერეა | დატოვე კომენტარი

Champagne Supernova

– ჩაის მოვიტან და კარგად მომიყევი. – ბინდია მიგრიაულის ამბებით თავბრუს არ დაგახვევ, იმ პატარა ამბავსაც არ მოგიყვები ბუზივით რომ დაგვეხვია თავს. კარგით დავიწყოთ და კარგითვე გავაგძელოთ. საერთოდ კარგზე ვილაპარაკოთ, რომ კარგ ხასიათზე ვიყოთ. იმ დღეს ბახტრიონზე მეგობართან ავდიოდი, თონეს … Continue reading

გალერეა | დატოვე კომენტარი