მზის დარტყმა

20 წამიც და წითელი აინთება. აინთება და მერე ერთი წუთი უნდა ელოდო, ფანჯრები აწიო და ითვალო. ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი… ყველაზე ცუდია კვირამდე რომ მიხვალ, გინდა გაჩერდე, არადა ყველაფერი ისევ თავიდან ორშაბათით გრძელდება. ხოდა ვერაფრით ვერ მივაგენით. ძალიან დაღლილები ვიყავით, ძალაგამოცლილები. … Continue reading

გალერეა | დატოვე კომენტარი

შუა ღამიდან დილამდე

ეზოდან არ შეიყვანეს, პირდაპირ გადაჭიმეს. ისეთი ბინაა რა, ახალგაზრდებმა რომ უნდა იცხოვრონ. ჯერ გასალესია, მეტლახსაც ალბათ მალე დააგებენ. არადა ყველაფერი დროში იწელება, კარიც არ ჩაუსვამთ. მშოლბლებთან გადავიდნენ. იქ ცივა, გაზის გამათბობელიც ბინას ვერ ერევა. არასტანდარტული პროექტია დიდი ოთახებით. საღამოობით მუხლებზე … Continue reading

გალერეა | 5 Comments

საპნის ბუშტები

წარმოიდგინე გაზაფხულს, ისევ გაზაფხული რომ მოჰყვეს, მერე სამი ზაფხული მიყოლებით, პერიოდულად ნოემბრის ქარიანი დღეებით. შემდეგ ზამთარი და შემოდგომა ერთამენთში შერეული. ამავე დროს იყოს ადგილი, სადაც გაზაფხული და შემოდგომა ერთდროულად იქნებოდა, ხის ერთი ტოტი რომ ყვავის და მეორეს ფოთლები ცვივა. პირდაპირ … Continue reading

გალერეა | 9 Comments

რეფლექსები

ჩააქრე ფარები, დახუჭე თვალები, ნუ წვავ ბენზინს, ღვედი გაიკეთე, გაწურე, გააშრე. გააშრე ან გაწუწე. ან ამდენი ხალხის დაპატიჟება რა საჭირო იყო? ან კარი რატომ გაუღე? ან იქნებ ძინავს, ან სვავს, ან თუნდაც ველშია გასული, ხან თესავს, ხან ხნავს. ვალები აიღო … Continue reading

გალერეა | 10 Comments

შენ გელის ორშაბათი

ჩაი უშაქროდ, ორი კოვზი ალუბლის მურაბა, კარაქიან პურზე თაფლი და სულგუნი, მშობლები კიკეთში, ცარიელი სამ ოთახიანი ბინა, მაღალ ხმაზე “Oasis”-ის “She’s electric” და მაქსიმალური განცდა დამოუკიდებლობის. დღეს ნინის განსაკუთრებით ადრე გაეღვიძა, ფარდა გადასწია და ყველაფერი გადათეთრებული დახვდა, მისი ყვითელი მანქანის ჩათვლით. დიდი რაოდენობით … Continue reading

გალერეა | 14 Comments

Facebook თბილისში, ან პირიქით

Log in –> Home –> Most Recent ნინუცამ “Fashion Week”-ის სტენდის ფონზე გადაღებული ფოტო ატვირთა, ქეთკამ მოუწონა, ელომაც, ნიგრიტიანკამ, სალომემ, ზალიკომ და ჩაეშვა კომენტარები: – როგორ მომწოოოოონს – mmmm….. mec!!! – ვაიმეეეე, ჩემი კაბააააა – ულამაზესი ხარ ნიიიინ!!! – მეც მინდააააა… … Continue reading

გალერეა | 15 Comments

ორმაგი სტანდარტების მიმდევრები

აგინებენ ევროპულ ცივილიზაციას და როგორც კი საუბარი მათი შვილების მომავალზე ჩამოვარდება, ოცნებობენ, როგორმე მათი ევროპაში სასწავლებლად გამგზავრება შეძლონ. თან აყოლებენ ,,იქნებ დროზე დააღწიონ თავი ამ უპერსპექტივო ქვეყანას და იქ მაინც რამეს მიაღწიონ. მერე იქნებ იმდენი ქნან, რომ ჩვენც აქაურობას მოგვაშორონ … Continue reading

გალერეა | 5 Comments