Category Archives: ღია წერილები

ძილში

სამყაროს ამოტრიალება უნდოდათ და ბოლოს მაინც ქალზე წერდნენ. მუდმივად ჰიპნოზში ყოფნის სურვილით საბოლოოდ მოკვდნენ ან გარდაიცვალნენ. გოიმობის მუდმივი შიშით არ წერდნენ, არ ამბობდნენ რასაც გრძნობდნენ, მასას გაურბოდნენ და ერთმანეთს ემსგავსებოდნენ. დილის 6 საათზე ვემზადები წასასვლელად. ფეხაკრეფით დავდივარ სახლში არავინ რომ … Continue reading

გალერეა | 2 Comments

ველოსიპედები

მანქანები მიჰქრიან, თითქოს ახლები და სწრაფები არიან. ხმას უშვებენ, ღმუიან, ფეხითმოსიარულეებს აწუხებენ, ახრჩოლებენ, აგინებენ და სისწრაფეს უმატებენ. ზოგი განსაკუთრებით სწრაფად მესამე ხაზში მიჰქრის, ყველას ფარებს უნთებს. ალბათ მათ განსაკუთრებით ეჩქარებათ. მშენებარე სახლები ამ ხმაურს დამატებით ეფექტს მატებენ, ხალხს ტვინი ეხდება … Continue reading

გალერეა | %(count)s კომენტარი

Champagne Supernova

– ჩაის მოვიტან და კარგად მომიყევი. – ბინდია მიგრიაულის ამბებით თავბრუს არ დაგახვევ, იმ პატარა ამბავსაც არ მოგიყვები ბუზივით რომ დაგვეხვია თავს. კარგით დავიწყოთ და კარგითვე გავაგძელოთ. საერთოდ კარგზე ვილაპარაკოთ, რომ კარგ ხასიათზე ვიყოთ. იმ დღეს ბახტრიონზე მეგობართან ავდიოდი, თონეს … Continue reading

გალერეა | დატოვე კომენტარი

შუა ღამიდან დილამდე

ეზოდან არ შეიყვანეს, პირდაპირ გადაჭიმეს. ისეთი ბინაა რა, ახალგაზრდებმა რომ უნდა იცხოვრონ. ჯერ გასალესია, მეტლახსაც ალბათ მალე დააგებენ. არადა ყველაფერი დროში იწელება, კარიც არ ჩაუსვამთ. მშოლბლებთან გადავიდნენ. იქ ცივა, გაზის გამათბობელიც ბინას ვერ ერევა. არასტანდარტული პროექტია დიდი ოთახებით. საღამოობით მუხლებზე … Continue reading

გალერეა | 5 Comments

საპნის ბუშტები

წარმოიდგინე გაზაფხულს, ისევ გაზაფხული რომ მოჰყვეს, მერე სამი ზაფხული მიყოლებით, პერიოდულად ნოემბრის ქარიანი დღეებით. შემდეგ ზამთარი და შემოდგომა ერთამენთში შერეული. ამავე დროს იყოს ადგილი, სადაც გაზაფხული და შემოდგომა ერთდროულად იქნებოდა, ხის ერთი ტოტი რომ ყვავის და მეორეს ფოთლები ცვივა. პირდაპირ … Continue reading

გალერეა | 9 Comments

ორმაგი სტანდარტების მიმდევრები

აგინებენ ევროპულ ცივილიზაციას და როგორც კი საუბარი მათი შვილების მომავალზე ჩამოვარდება, ოცნებობენ, როგორმე მათი ევროპაში სასწავლებლად გამგზავრება შეძლონ. თან აყოლებენ ,,იქნებ დროზე დააღწიონ თავი ამ უპერსპექტივო ქვეყანას და იქ მაინც რამეს მიაღწიონ. მერე იქნებ იმდენი ქნან, რომ ჩვენც აქაურობას მოგვაშორონ … Continue reading

გალერეა | 5 Comments