Category Archives: ზაფხულის წერილები

შუა ღამიდან დილამდე

ეზოდან არ შეიყვანეს, პირდაპირ გადაჭიმეს. ისეთი ბინაა რა, ახალგაზრდებმა რომ უნდა იცხოვრონ. ჯერ გასალესია, მეტლახსაც ალბათ მალე დააგებენ. არადა ყველაფერი დროში იწელება, კარიც არ ჩაუსვამთ. მშოლბლებთან გადავიდნენ. იქ ცივა, გაზის გამათბობელიც ბინას ვერ ერევა. არასტანდარტული პროექტია დიდი ოთახებით. საღამოობით მუხლებზე … Continue reading

გალერეა | 5 Comments

საპნის ბუშტები

წარმოიდგინე გაზაფხულს, ისევ გაზაფხული რომ მოჰყვეს, მერე სამი ზაფხული მიყოლებით, პერიოდულად ნოემბრის ქარიანი დღეებით. შემდეგ ზამთარი და შემოდგომა ერთამენთში შერეული. ამავე დროს იყოს ადგილი, სადაც გაზაფხული და შემოდგომა ერთდროულად იქნებოდა, ხის ერთი ტოტი რომ ყვავის და მეორეს ფოთლები ცვივა. პირდაპირ … Continue reading

გალერეა | 9 Comments

ფლანგვა ფარცხისში

აივანზე ჰამაკი არასწორად გაუჭიმიათ და ოდნავ გადახრილია, გარე კაფის თეთრი პლასტმასის სკამები ერთმანეთში ჩაუწყვიათ, ტალავერზე მოფენილი ამერიკული ველური ჯიშის ვაზი  იზაბელა მომწიფებას ელოდება, ვახო თაკოს თმაზე ეფერება, ორივე ერთად კი ტელევიზორს მისჩერებიან, რომელიც სექსს დიდ ქალაქში უჩვენებს. აივანი კი ხეხილით … Continue reading

გალერეა | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

დილა, ლელო, ნატო და მაკეინის გამარჯვება

დღე დაიწყო „მაშინა ვრემენი“-ს სიმღერით – „სვეჩა“, გაგრძელდა „mosquito factory”-ს და „Louie Austen”-ის „perfect day“-თ, შევურიე ცოტა გრებენშიკოვი, შინი, რამოდენიმე წერილი facebook-ზე, ხაჭო და არაჟანი, თაფლიანი ჩაი და გახდა თორმეტი საათიც. დილიდან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე ვიდექი. ან უნდა გავყოლოდი მამაჩემს … Continue reading

გალერეა | Tagged , , , , , , , , , , , , | 3 Comments

მსუყე დღე – უკეთესი მომავლის პერსპექტივით ))

დილა მშვიდობის მშვენიერო მაკრინე! დიდი ალბათობაა იმის, რომ სასთუმალი უკვე კარგა ხნის მიტოვებული გაქვს და სტანდარტულ საოფისე სავარძელს ხარ მორგებული. შენი არ ვიცი, მაგრამ ჩემმა დღემ გუშინ ცვალებადი ემოციებით ჩაიარა. დავიწყოთ ზესტაფონით. პირველად ზესტაფონის თამაშზე ბოლნისში ვიყავი, სადაც ჩემმა მეგობარმა … Continue reading

გალერეა | %(count)s კომენტარი

ორაზროვანი და უცნაური ქვეყანა

მაკრინე გამარჯობა შენი! ვიმყოფები უკიდერესი უსაქმურობის ზენიტში. გწერ ოფისიდან, რომელსაც არ აქვს ფანჯარა და სადაც არაფერი არ იღება. ოფისიდან რომელსაც ჰაერიც საკუთარი აქვს. ბუნებრივი აღწევს მხოლოდ მზე, რომელსაც ეგებებიან ბრონირებული, ჩარაზული შუშის მინები. შუშას შიგადაშიგ წმენდენ, ისე ძირითადად ტალახიანია. ჩემი … Continue reading

გალერეა | Tagged , , , , , , , , , , | 6 Comments