ძილში

სამყაროს ამოტრიალება უნდოდათ და ბოლოს მაინც ქალზე წერდნენ. მუდმივად ჰიპნოზში ყოფნის სურვილით საბოლოოდ მოკვდნენ ან გარდაიცვალნენ. გოიმობის მუდმივი შიშით არ წერდნენ, არ ამბობდნენ რასაც გრძნობდნენ, მასას გაურბოდნენ და ერთმანეთს ემსგავსებოდნენ.

დილის 6 საათზე ვემზადები წასასვლელად. ფეხაკრეფით დავდივარ სახლში არავინ რომ არ გავაღვიძო. მერე წასვლა დამეზარა და უკან ლოგინში შევწექი. ძილი დამაკლდა და თვალები მეწვოდა. საბანში გავეხვიე და ძილის შებრუნება ვცადე. მზის სხივები გაწითლდა, მეც თვალები უფრო მოვჭუტე სანამ არ გავაშავე და ერთ წერტილად ვაქციე, მერე აქეთ–იქით ვატრიალე, ვიგრძენი რომ ძილი ახლოს იყო და სიზმრის საყურებლად მოვემზადე.

დილის 4 საათზე კუტუზოვის და მიცკევიჩის გზაჯვარედინს ვუყურებდით 3 ოთახიანი ბინის აივნიდან. ძალიან ციოდა, მაგრამ ვერ ვგრძნობდით, ვიყინებოდით. ოდნავ წინ გადმოვიწეოდით და რვა სართულზე კუბიკებივით ერთმანეთში ჩასმულ აივნებს ვათვალიერებდით. ყველა პრობლემა უკან მოვიტოვეთ.

სანადირო თოფებით სავსე სარდაფში შეგვიყვანა. თოფებთან ერთად მურაბები და კომპოტები ეწყო. ყველაფერს მტვერი ედო. ცოტა ნესტის სუნი იდგა. გვიან წამოვედით. გვითხრეს, ვუპასუხეთ, გვითხრეს, ვუპასუხეთ. ტლაშ, ტლუშ, ტლაშ, ტლუშ, ცემა-ცემით გამოგვყარეს.

დანები საშრობში ჩანგლებთან ერთად ჩააწყვეს, გააშრეს და ცალ-ცალკე უჯრებში გადაანაწილეს. ინგლისურის წიგნი გადაშალეს და სურათები დაათვალიერეს. ჩანთა გაუმზადეს, მაისურები ჩაუწყვეს, კომპოტი გახსნეს, ტყემალი გაატანეს, ავზი გაავსეს, ხმები გადაფარეს, ქარმა დაუბერა, ფანჯრები დახურეს, შესცივდა და პლედი დააფარეს. ღამე გააღვიძეს, ჩანთა შეუმოწმეს და ნიას უმცროსი ძმა აბერდინის საზაფხულო სკოლაში გაამგზავრეს.

დღის განმავლობაში რას არ აკეთებდნენ. სტუმრები მოდიოდნენ, გარეთ გადიოდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ, ჭორებს ავრცელებდნენ, ბგერებს აგრძელებდნენ, ხოოოოოო დააა გამარჯობა.

მე გეგა ვარ, ხვალ შაბათია, რამე მოვიფიქროთ. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, საღამოს წავიდნენ ჩაის დასალევად.

Advertisements
გალერეა | This entry was posted in ღია წერილები, Uncategorized. Bookmark the permalink.

2 Responses to ძილში

  1. Kate ამბობს:

    :))
    დაბოლოება მაგარი იყო.
    შენ გეგა ხარ, რომელიც ჩემი ოდესღაც ნაცნობი გეგა მგონია, თუმცა მგონი არც ხარ ის.
    ხოდა ახლა ჩაი მომინდა ამ პოსტზე.

  2. Gega Gabunia ამბობს:

    გამარჯობა, მართალია ოთხი წელი გავიდა თუმცა კომენტარი ეხლა ვნახე:) სასიამოვნოა ჩემმა პოსტმა ჩაი თუ მოგანდომა:) შეიძლება ვიცნობდეთ კიდეც ერთმანეთს, თუმცა არ ვიცი რომელი გეგა გგონივარ:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s