გასვლა

ჭარხალს რომ იყიდი, ნახე რბილი არ იყოს, კარტოფილი საშუალო ზომის და ზეთის ხილი ორი ქილა. მუხუდო იყიდე შუშის ქილაში, ნახევრად მოხარშული. ვადა შეამოწმე, ცელოფნის პარკი წაიღე. საპონიც გათავდა, ფერადი ავტომატი იყიდე რამე უბრალო, გაგვითავდა.

ტელევიზორი როგორ მუშაობს, რომ ვერ ხსნი და ამ დროს ახალი აიფონი გამოდის ან გამოსვლის თარიღი გამოცხადდა, საქართველოში ჯერ არ შემოსულა. სერვისი არ არის, კარგად ვერ იხმარ, ფუნქციებს ვერ იყენებ. პლასტმასით სავსე ქალაქი და ყველას ვალი. ბანკის ვალი აქ უკვე ვალად არ ითვლება. თუ არ შრომობ რა კაცი ხარ, თუ შრომობ და სულ წუწუნებ. ისე სადაც არ უნდა იყო, კმაყოფილი ვერსად ვერ იქნები. ამას წინათ ერთი ამბობდა კმაყოფილი ტიპები არ მიყვარსო. ვინ უყვართ ვერ გაიგებ. მემგონი ყველაზე მეტად და ჭეშმარიტად წარუმატებელი ტიპები უყვართ. მაგრამ რა არის წარმატება კაცმა ვერ გაიგო.

სახელებს არქმევენ სხვადასხვას და მერე ყველას ერთ გზაზე აყენებენ, ან ვერ აყენებენ. შენი არ ვიცი და მე ვერაფრით ვერ ვიძინებ. ვიცი, რომ გაიღვიძებენ ყველაფერს გაიგებენ. გაქცევასაც ვერ მოვასწრებთ. არც გეგმა გვაქვს და არც ვიცით საით გავიქცეთ. ჯობია დავნებდეთ. უფასოდ მაინც შევჭამთ და ჩავიცვამთ. შენ ხომ გიყვარვარ, მეც მიყვარხარ და ყველაფერს დავიწყებთ თავიდან.

Advertisements
გალერეა | This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s