ველოსიპედები

მანქანები მიჰქრიან, თითქოს ახლები და სწრაფები არიან. ხმას უშვებენ, ღმუიან, ფეხითმოსიარულეებს აწუხებენ, ახრჩოლებენ, აგინებენ და სისწრაფეს უმატებენ. ზოგი განსაკუთრებით სწრაფად მესამე ხაზში მიჰქრის, ყველას ფარებს უნთებს. ალბათ მათ განსაკუთრებით ეჩქარებათ.

მშენებარე სახლები ამ ხმაურს დამატებით ეფექტს მატებენ, ხალხს ტვინი ეხდება და ამ დროს კაფეში კოხტად მოკალათებული ვარდისფერთმიანი გოგო შეყვარებულს უყვება: „ვგიჟდები ხმაურზე, მოძრაუბოაზე, აი ისეთ ქალაქზე ღამე რომ არ სძინავს, შენ რომ სრულად აყოლილი ხარ, მოდას მიჰყვები, კლუბში ათენებ, დიჯეებს იცნობს, კალორიებს ითვლი. არა ვგიჟდები რა! აი ის სიმღერა ხომ იცი, Moscow never sleeps? ხოდა აი ეგეთ ქალაქში მინდა ცხოვრება. მინდა ხმაური, წივილი, კივილი.“ ოფიციანტს კითხეთ აბა, როგორ მობეზრდა. ორი დღე მუშაობს, სამი ღამე ისვენებს, ხუთ საათზე იღვიძებს, ჭამს, მერე იძინებს,დილას სამსახურში…

ქუჩის გადაღმა მეზობელი მუშაობს პატრულში. ისიც ათენებს, ცოლი მოიყვანა, ერთად ათენებენ. მუდმივად ერთმანეთს ელოდებიან, ხვდებიან, ელოდებიან, ხვდებიან, ელოდებიან და სიყვარულიც ალბათ მარიდიული აქვთ. მეორე მაგიდაზე დემაგოგი დემაგოგობს: „ზომიერება არ ვიცით ჩვენ, ზომიერება!“, მეორეც აჰყვა „მართალი ხარ, არ ვიცით ჩვენ ზომიერება“, მესამემაც „ჰო, არ ვიცით, არ ვიცით“. ორი საათის მერე ძალიან მთვრალები არიან, კაფემ გადაიცვა და რესტორნად გადაიქცა და მთვრალი დემაგოგების მაგიდიდან უკვე გაურკვეველი აზრები მოდის: „რა ვიცით, რა არ ვიცით, ვიცით, რა ვიცით? არ ვიცით, არაფერი ჩვენ არ ვიცით. რა არ ვიცით?“ სამივეს ხმა ერთამენთში ირევა.

აქეთ უკრავენ. ჯაზს. ჯაზმენის სახელი დამსწრეთაგან არავინ იცის, არც არავინ უსმენს, უბრალოდ აყოლებენ შიგადაშიგ, „მაგარია, რა მაგარი!“, სხვა მხრიდანაც გაიგებ „დახურა რა! დახურა!“. ღამე სვეს, სვეს, გახურდნენ, გაღვივდნენ. დილას სამსახურში პირები უშრებათ, სწყურიათ, ეძინებათ.

სამსახურში, ბოდიალი, თავის მოჩვენება, „მოდი ბარემ ეს საქმეც მოვამთავროთ“, საქმეც კეთდება, ქვეყანა შენდება და საცობებიც იზრდება. მეტი საწვავი იწვება და მოკლედ მივხვდი, რომ დროა ველოსიპედებზე გადავიდეთ.

Advertisements
გალერეა | This entry was posted in ზამთრის წერილები, ღია წერილები, Uncategorized. Bookmark the permalink.

One Response to ველოსიპედები

  1. Kate ამბობს:

    ეგ ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ჰა.

    ცუდ ამინდში რას აპირებ ველოსიპედით? 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s