პრეზიდენტი და ქიშმიში

სკოლის ბუფეტში ფუნთუშას იმ იმედით ვჭამდი, რომ ერთზე მეტი ქიშმიში შემხვდებოდა. ხშირად ერთიც არ იყო და თავს ვიტყუებდი, რომ ქიშმიში ერთერთ გამორჩეულად ტკბილ ლუკმაში შემეპარა და ვფიქრობდი, დროულად რომ შემემჩნია, სიამოვნებასაც უფრო ადეკვატურად აღვიქვამდი.

სკოლის ფუნთუშა კექსმა ჩაანაცვლა, ქიშმიში ქიშმიშად დარჩა და ჩაიში ისევ ერთ კოვზ შაქარს ვიყრი. პრინციპში ბავშვობაში რაც მიყვარდა, დღესაც ის მიყვარს და მსიამოვნებს, უბრალოდ ოდნავ მოდიფიცერებული ფორმით.

ბავშვობაში მახსოვს, მამაჩემი კორჟიკებზე ლეგენდებს ყვებოდა. ენაც კარგი იყოო, მაგრამ კორჟიკს ბუფეტში კონკურენციას ვერაფერი უწევდაო. მერე გააფუჭესო, როგორც ყველაფერიო. მეც მემგონი მიჭამია ეგ კორჟიკი, მაგრამ მის ფენომენს მაინც ვერ ჩავწვდი.

ეხლა ვხვდები რას გულისხმობდა მამაჩემი, როცა სკოლის ერთქიშმიშიანი ფუნთუშა მახსენდება. მერე იყო ფენოვანი. ფენოვანი თავიდან ხმაურიანად გამოჩნდა, 90–იანები ბოლომდე გაქაჩა და შემდეგ თავის ადგილს დაუბრუნდა. დღეს არც თუ ისე პოპულარულია. არადა მახსოვს, სკოლაში ფენოვანის გამოჩენა, ახლადშემოსული ბიგ მაკის სიდიადეს უტოლდებოდა.

ალბათ, ახალი თაობა მე დამცინებს ფუნთუშაზე, ფენოვანზე და ბიგ მაკის პირველ ლუკმაზე და ასე გაგრძელდება თაობიდან თაობამდე, სანამ ბავშვები სკოლაში ივლიან.

შეიძლება ისეთი დროც მოვიდეს, რომ შიმშილის შეგრძნება გაქრეს, ან მხოლოდ ერთი სახის საკვები იყოს, ისიც მხოლოდ თვითგადარჩენისთვის. მიწა ნაყოფს აღარ მოგვცემს და ქიმიით დავკმაყოფილდებით. იმ საჭმელს ალბათ გემოც აღარ ექნება და ჭამაც უღიმღამო პროცესად გადაიქცევა. ხოდა გამოვა მერე ერთ დღეს პრეზიდენტი და იტყვის, მე ჩემი მოვჭამეო და წავა.

შკოდის ნამცხვრით შენება

 

Advertisements
გალერეა | This entry was posted in ზამთრის წერილები, Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s