საპნის ბუშტები

წარმოიდგინე გაზაფხულს, ისევ გაზაფხული რომ მოჰყვეს, მერე სამი ზაფხული მიყოლებით, პერიოდულად ნოემბრის ქარიანი დღეებით. შემდეგ ზამთარი და შემოდგომა ერთამენთში შერეული. ამავე დროს იყოს ადგილი, სადაც გაზაფხული და შემოდგომა ერთდროულად იქნებოდა, ხის ერთი ტოტი რომ ყვავის და მეორეს ფოთლები ცვივა.

პირდაპირ ზღვა და სიცხე, უკან მთა და ზამთარი. ზამთარში პინგვინები ქუჩაში რომ დადიოდნენ და ნაყინს ჭამდნენ. ზაფხულში ლომები კვირაობით სახინკლეებში იკრიბებოდნენ, ლუდს სვამდნენ და ხალხს არ ერჩოდნენ.

წარმოიდგინე, ხალხი ცნობილი ადამიანების სახელებს რომ არ ჩრიდნენ საუბრისას და მათთან სიახლოვის დამდასატურებელი ამბებით რომ არ გვაბეზრებდნენ თავს. ქალაქი კორპუსების გარეშე, პატარ-პატარა მიტინგებით და საინტერესო მოთხოვნებით, რომლებსაც ხშირ შემთხვევებში აკმაყოფილებენ.

მაწონი “წყნეთურის”-ს ლოგოიანი მაისურებით რომ თამაშობდნენ მოსკოვის ,,სპარტაკის” ფეხბურთელები. რუსეთს 30 მილიარდი, რომ ჰქონდეს ჩვენი ვალი და ეტაპობრივად დაფარვას გვთხოვდეს.  ყარაბაღის კონფლიქტიც ჩვენ, რომ მოვაგვაროთ და სანაცვლოდ აზერებს შავი ხიზილალა და ნავთობი მოვთხოვოთ, ხოლო სომხებს… პრინციპში ტუფის ქვით ნაშენი სახლები დიდად არც მომწონს.

წარმოიდგინე ქუჩაში ბავშვები ფულის მაგივრად ,,კარში ჩადგომას”, რომ ითხოვდნენ. როცა მოგინდება მაშინ რომ თენდებოდეს და მაშინ ღამდებოდეს. მზე და გალაქტიკა თითოეულ ინდივიდზე რომ იყოს მორგებული, ჩემთან რომ მზეა და შენთან ღამე, ან პირიქით.

წარმოიდგინე ნატალი პორტმანი მანგლისში რომ ისვენებდეს და დილაობით მაწონს იღებდეს. საინფორმაციოს წამყვანები ,,პომპონჩიკებიანი” ქუდებით, რომ ისხდნენ პიდაპირ ეთერში და ფუნთუშებს არაჟანთან ერთად მიირთმევდნენ. ძაღლები სახლში ბეწვებს, რომ არ ყრიდნენ და სტუმრებს არ აწუხებდნენ.

წარმოიდგინე ახალ ზელანდიაში ,,ბარამბოზე” და ქართველებზე, რომ გიჟდებოდნენ, ყოველ ზაფხულს გვეპატიჟებოდნენ და ჩვენც ჩავდიოდეთ…

წარმოიდგინე შვილებს, რომ ნორმალურად ზრდიდნენ და ,,შეაგინე მამა მაგას, შეაგინე”-ს არ ასწავლიდნენ. პატარა ბავშვებს პიჯაკებს არ აცმევდნენ და გოგი დოლიძის სიმეღერებს არ ამღერებდნენ. რესტორნებში შეზარხოშებულზე პატრულის სიმღერას, რომ არ უკვეთავდნენ და მთვრალი სახეებით საქართველოს ჰიმნს არ ღმუჩუნებდნენ. ერთმანეთს სიყვარულს არ ეფიცებოდნენ, ქართველობაზე თავს არ დებდნენ და მეორე დღეს გამარჯობასაც არ ეუბნებოდნენ.

წარმოიდგინე, რომ არცერთ ქვეყანაში ვიზა არ გვჭირდებოდეს და ტოკიოს აფთიაქებში ,,ზღარბი ბარათი” მოქმედებდეს. მაღვიძარას რომ არ ვიყენებდეთ, ადვილად ვიღვიძებდეთ და შვებულებასაც, როცა გვინდა მაშინ ვიღებდეთ.

ჩაიცვი, გავფრინდეთ, ამერიკაში ჩავფრინდეთ, მანქანა ვიქირაოთ და ყველა შტატი ისე მოვიაროთ. ყოველ ღამე სხვადასხვა ქალაქში დავიძინოთ და ყოველ დილას ახალ სიმღერაზე გავიღვიძოთ. შეგვიძლია ჩაისთან ადგილობრივ სოფლის რადიოს მოვუსმინოთ, დავცინოთ, ანგარიში მოვითხოვოთ, გადავიხადოთ, დავემშვიდობოთ და გავქრეთ უგზო-უკვლოდ…

თბილისში როცა გინდა მაშინ ჩამოვიდეთ, თავიდან არ გამოვჩნდეთ, ცოტა ვინებივროთ, მერე დავაღამოთ, დილით ვისეირნოთ, ბავშვი, რომ გაჩნდება ისიც ვასეირნოთ. ჩოგბურთზე ვატარებ, შენ დაკვრა ასწავლე, ზღაპრები ვუკითხოთ და ისე დავაძინოთ…

Advertisements
გალერეა | This entry was posted in ზამთრის წერილები, ზაფხულის წერილები, ღია წერილები, Uncategorized. Bookmark the permalink.

9 Responses to საპნის ბუშტები

  1. Gega Gabunia ამბობს:

    მიხარია თუ მოგეწონა, გმადლობ ))

  2. Molly Bloom ამბობს:

    ფანტასტიური პოსტია 🙂

  3. tamaRa ამბობს:

    ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, ისეა ჩვენი საქმე 🙂

  4. tsitsi ამბობს:

    მერე რა რო ოცნებაა, მაინც ძალიან ბედნიერად ჩავიკითხე… ძალიან მომეწონა… ❤

  5. ketevan ამბობს:

    dzalian momecona…didi siamovnebit cavikitxe :)))

  6. mariami ამბობს:

    dzaliaaan momewona ❤

  7. salome ამბობს:

    madloba:) dzaan visiamovne:)

  8. Ana Ubilava ამბობს:

    ^.^ ძალიან კარგად წერ
    მერე რაღაც გულწრფელად

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s