რეფლექსები

ჩააქრე ფარები, დახუჭე თვალები, ნუ წვავ ბენზინს, ღვედი გაიკეთე, გაწურე, გააშრე. გააშრე ან გაწუწე. ან ამდენი ხალხის დაპატიჟება რა საჭირო იყო? ან კარი რატომ გაუღე? ან იქნებ ძინავს, ან სვავს, ან თუნდაც ველშია გასული, ხან თესავს, ხან ხნავს. ვალები აიღო და გაქრა, დაიკარგა. ან ეს საკერავი მანქანა რათ უნდოდა, კერავდეს მაინც. კერავდეს და ყიდდეს. გაჰქონდეს, გამოჰქონდეს, იმპორტი-ექსპორტი, ფოთი, კოლხეთი, სამცხე-ჯავახეთი. ესტონეთში მიტოვებული ბიზნესი, აგარაკი მაინც ეყიდა წავკისში, კოჯორში, ლუნდში ან კიკეთში. ჭკუა არ იხმარა, დაიძინა, გაიღვიძა, დაიძინა, სახლიდან წამოვიდა, ქმარ-შვილსაც მიატოვებდა, მაგრამ არ ყავდა.

შუქი ჩააქრო, გაზი გამორთო, კარი გამოკეტა, გარეთ გამოვიდა, ქუჩა ცარიელი დილის 5 საათზე. უცხო კაცები, ბავშვი პურის რიგში, ხელებზე ნომრები, სამები, ოთხები. ყველა ჩუმად არის, რიგშიც, ქუჩაშიც. მიდიან, მოდიან, თვალებს აცეცებენ, თავებს აქნევენ, სულ უცხო ტიპები.

ასანთი ,,Zebra”, ,,ბუტილკა” ჯინსები, ძველი საქონელი საკომისიოში. სნიკერსის ახალ პარტიას მალე მიიღებენ, ერთი ყუთი მინდა შვილიშვილებისთვის. ქილებში ხიზილალა, სურსათ-სანოვაგე, გარსტრონომია, ასტრონომია… გაგარინიც რა, შენ გგონია მართლა გაფრინდა? ეგ ის დროა შენ და რეზო ამირანას ,,გალუბოი ბუტკასთან” რომ ,,აბირჟავებდით”, არც მაგნიტური ველები გვაღელვაბდა და არც ჩერნობილის აფეთქება. ,,შენ გგონია ეგ ვისი მოწყობილია? ისევ რუსების ტო!” ან ყველა კარატეზე რატომ დადიოდა? მუსიკალური ხუთწლედი, შვიდწლედი, ათქწლედი, ექიმების ოჯახიდან, ყველას ურიგებდნენ და მაინც ვერ გათხოვდა. ჯერ ისწავლოს, ჯერ დაამთავროს, რა ეჩქარება? არც არავის არსად ეჩქარებოდა, არც სახლში, არც სამსახურში, არც გასართობი იყო რამე და სად იყვნენ, სად დადიოდნენ აზრზე ვერ მოვდივარ. 09-ით ,,გონკაობა”, პირველი ,,შესტი”, ბანკი ,,დაჩი”, ,,OAO MMM”, ,,გალინა ბლანკა”-ზე აღზრდილი თაობა.

დაქოქე, დაძარი, გიხდება ,,ზაგარი”, კონუსი, გაზი, კონუსი, გაზი, ,,რაზნიცა” მანახე, ტარება მასწავლე, ,,პრავას” ავიღებ და მერე მე გატარებ. ,,პახოდში” წავიდეთ, კარავი გავშალოთ. ,,ვგიჟდები კარვებზე”, დათვებზე, ლომებზე, ცხენებზე, ჭალებზე, წინდებს მოგიქსოვ, კაბებს შევიკერავ, მერე წყალში შევალთ, შევცურავთ, გამოვცურავთ.

ხმაური კლუბში, დილის 5 საათზე, ვერ ვხვდები შესასვლელთან რატომ გროვდებიან. არც შედიან, არც გამოდიან, არც შეშვებას ითხოვენ. დგანან, იღიმიან, არც შიათ, არც სწყურიათ, იღიმიან, ჩუმდებიან, ისევ იღიმიან, ისევ ჩუმდებიან. Achtung! Achtung! სირენა ირთვება, ესენი ისევ დგანან, ისევ იღიმიან, მერე ჩუმდებიან, მერე იღიმიან.

არ მოდიოდი, ძლივს გამოგიყვანე, ხელში აგიყვანე, სახლში წაგიყვანე, შენ დაიძინე, მერე მე დავწერე, ან რა დავწერე, რატომ დავწერე, რაზე დავწერე, ვისთვის დავწერე… არადა მახსოვს, რომ მოვდიოდი გაზიც გამოვრთე და შუქიც ჩავაქრე. ამას აქ გიტოვებ, უკვე თენდება და სახლში წავალ. რომ გაიღვიძებ, შენც წაიკითხე, მე აზრზე არ ვარ და რამეს თუ გაიგებ, შენ მაინც მომწერე.

Advertisements
გალერეა | This entry was posted in ზამთრის წერილები, Uncategorized. Bookmark the permalink.

10 Responses to რეფლექსები

  1. Molly Bloom ამბობს:

    პროზა ლექსად 🙂 და პატოკ საზნანია 🙂 კარგი იყო.

  2. stary,stary night... ამბობს:

    ვაიმე რა მაგარიააა:) არა სერიოზულად კარგია, მარტო სიტყვების რახა–რუხი რომ არ არის და აზრიც რომ დევს, ცოტა რითმები დახვეწე, დანარჩენი მაგარია, გავგიჟდი ისე მომეწონა:) რამდენჯერმე წავიკითხე:დ

  3. Kate ამბობს:

    მეზიზღება უკვე ეს ყველაფერი.

  4. Anook Longstocking ამბობს:

    gegii 🙂 ❤ rogori zalian namdvilia da musikac rogor uxdeba ! zalian momcons – ise momcons ro movickine 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s