ბათუმი – კონტრასტების ქალაქი

ბათუმი, დეკემბერი (თუმცა არ ცივა) თევზის რესტორანი „მარსელი“, პროვინციული საახალწლო გაფორმებით და სასიამოვნო მომსახურებით –

–         რომელ თევზს შემომთავაზებთ?

–         ნიორწყალში?

–         არა.

–         ბარაბულკა, …

–         იყოს ბარაბულკა

–         მარტო იქნებით?

–         დიახ

ეროს რამაზოტი აფორმებს შეკვეთის პროცესს. გოგო სიმპათიური. თხელი, ნაზი, რუსულ-ნარევი აქცენტით. გარეთ “მარშრუტკა”, მგზავრების ლოდინში, ნახევარ საათში გავა, ბათუმი – თბილისი.

მანამდე იყო 6 დღე და 5 ღამე შავიზღვისპირეთში. საღამოც 5 იყო, ხუთივე ალკოჰოლით, არა შემაწუხებლად, 200-400 გრამი ვისკი ან/და კონიაკი ყოველ საღამოს სასიამოვნო გარემოში.

იშვიათად ვსვავ მიყოლებით. ამიტომ სმას თან ახლდა ქვეცნობიერი შიში ინფაქტის აუზში ჩასვლისას, ვარჯიშისას. ვარჯიშისას დარბაზში გოგო შემოვიდა, მომეწონა, სანამ ხმას ამოიღებდა. კარგად ივარჯიშა. შემდეგ, 20 წუთი ფინურ აბანოში და შიში იმის, რომ მარტო ვარ და დიდი შანსია რომ ჩამეძინოს. ამის გაფიქრება იყო მაშინვე გამოვვარდი. რელაქსაციის ოთახში წამოვწექი და უფრო დავიძაბე.

რაღაც ვერ ვირგებ ფუფუნებას, როდესაც ვიცი, რომ ეს ფუფუნება დროებითია და აუციელებლად დასრულდება. დასრულდა კიდეც, ვიჯექი ბათუმის კაფე “მარსელში”, გარეთ მელოდა მარშრუტკა, 6 საათი მგზავრობა, რიკოთზე გაჩერება. ნინო ჩხეიძე, შუფუტინსკი, ალეგროვა, რეპლიკები “აუწიე, აუწიე!” და იმედი, რომ უშუქობასთან ერთად, მსგავსი სიბნელეც წარსულს ჩაბარდება.

Advertisements
გალერეა | This entry was posted in ვოიაჟების ქრონიკა, Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ბათუმი – კონტრასტების ქალაქი

  1. Molly Bloom ამბობს:

    ბათუმი ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით – ზამთრის ბათუმი. მშვიდი, ჩუმი და გემრიელი.

    კარგად წერ 🙂

  2. natalye ამბობს:

    batumii mec mikvar magram camosvla ikidan ar mikvars 😦

  3. dekemberiusi ამბობს:

    ჩემი ბათუმი ^^
    ძალიან მომეწონა შენი ბლოგი ^^
    ძალიან აკრგი ნაწერები გაქვს 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s