მსუყე დღე – უკეთესი მომავლის პერსპექტივით ))

დილა მშვიდობის მშვენიერო მაკრინე! დიდი ალბათობაა იმის, რომ სასთუმალი უკვე კარგა ხნის მიტოვებული გაქვს და სტანდარტულ საოფისე სავარძელს ხარ მორგებული. შენი არ ვიცი, მაგრამ ჩემმა დღემ გუშინ ცვალებადი ემოციებით ჩაიარა.

დავიწყოთ ზესტაფონით. პირველად ზესტაფონის თამაშზე ბოლნისში ვიყავი, სადაც ჩემმა მეგობარმა დამპატიჟა. მაშინ გუნდს “ზესტაფონის მეტალურგი” ერქვა და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად უმნიშვნელოვანეს მატჩს თამაშობდა ადგილობრის სიონთან. გუნდის მეპატრონე ჩემი კლასელის და მეგობრის გიორგი მესხის ბიძა იყო. ის თამაში ფეროელებმა 5:0 წააგეს. მთელი სანათესოა შერცხვა მოწვეულ სტუმრებთან.

განვლო წლებმა, ჟამმა, რევოლუციებმა და მოვიდა 2010 წელი. ეს უკვე ის წელია საქართველოს ჩემპიონატში ზესტაფონი რომ გრიმიტობს. გუნდს აღმავლობის დღეები უდგას! სახელს “მეტალურგიც” ჩამოაშორეს და მარტივად “სკ ზესტაფონი” ქვია. აღარც გიორგი მესხი და მისი სანათესაოა კლუბის “ბორდში”. კლუბში ფული ჩაიდო, საუკეთესო ბალახი დააგეს, თუმცა ბოლო დროინდელმა გვალვებმა სულ მოსპო მინდორი.

გუშინ ზესტაფონი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს თამაშობდა ზესტაფონში. მატჩამდე ყველა ჩემს მეგობარს ტვინი წავუღე ზესტაფონში თამაშზე ჩასვლით. ყველამ იუარა, და საშინელი ირონიით გამიქილიკეს გუნდი. ისღა დამრჩენოდა მატჩისთვის ტელევიზორში მეყურებინა, მაგრამ არც აქ მაცადეს. მამაჩემმა რესტორანში ბიზნეს პარტნიორი და ჩვენი ოჯახის მეგობარი იზარ გამლიელი დაპატიჟა. ინგლისურს ჩემს ოჯახში ყველა დამტვრეულად ფლობს და ძირითადად მე მიწევს თარჯიმნობა. თუ უარს ვეტყვი წაყოლაზე და მე ვარ ეგოისტი, არაფრის მაქნისი და არასდროს ოჯახს გვერდში არ ვუდგები როცა ვჭირდები. ხოდა ამ ყველაფერს რომ ავცდენოდი უარი ვთქვი ზესტაფონზე. ისიც მხოლოდ იმ პირობით თუ ტელევიზორიან რესტორანში წავიდოდით.

მერე იყო რესტორანი. იზარს საქართველოში ყველასგან გამორჩეულად მე ვუყვარვარ, მთელ თავის საებრაელოს ჩემზე უყვება და ყოველ ნახვაზე იზრაელში მეპატიჟება. რესტორანშიც საუბარი ძირითადად ჩემით დაიწყო. იზარი მაქებდა, მშობლები მლანძღავდნენ, თან ერთი და იგივე, ყელში ამოსული ტექსტით, მხოლოდ ამჯერად დამტვრეული ინგლისურით. “ამხელა ხელფასი აქვს და მაინც არ ყოფნის. მუდმივად მინუსშია საკრედიტო ბარათზე და ა.შ.  ამ ყველაფრის შემდეგ იზარმა ლექცია წამიკითხა თუ როგორ უნდა შევაგროვო ფული, რომ ყოველ თვე 100 დოლარი მაინც უნდა გადავდო და თითქმის ყველა ებრაული ხერხი თუ ხრიკი გამანდო ფულის დაგროვების. მომიყვა ებრაულ ანდაზებს და საკუთარ გამოცდილებაზე. მეც მორჩილად თავს ვუქნევდი და ვეუბნებოდი, როგორც კი საკრედიტო ბარათს დავფარავ მაშინვე დავიწყებ ფულის დაგროვებას მეთქი.

იზარმა არც აცია, არც აცხელა, მკითხა რამდენი გაქვს დასაფარიო, იშიშვლა 1800 დოლარი, ხვალვე წადი დაფარე სესხი და გახსენი ანაბარიო. დიდ ხანს ვიჭიდავეთ რაც ბოლოს თანხის გამორთმევით და ჯიბეში ჩადებით დასრულდა, იმ პირობით, რომ როდესაც დავუბრუნებდი აუცილებლად გამომართმევდა. ასე რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად განვთავისუფლდი საკრედიტო ბარათისგან. სწორედ ახლა ამ წერილის წერისას თანამშრომელმა შემომძახა გუდვილში წამომყევიო და გზად თანხაც უკვე შევიტანე. ასე რომ “feeling free as a bird”.

სამწუხაროდ ზესტაფონის თამაშს ყურება ვერ მოვახერხე, შიგადაშიგ რესტორნის დარბაზში შედვიოდი ხოლმე და ვიგებდი ანგარიშს. თამაში წავაგეთ ) 0:1. მატჩის 33–ე წუთზე შუქი წასულა, დასავლეთის მატარებელმა კი სტადიონს ისე ჩაუქროლა, რომ ერთ ტაიმი მინდორზე კვამლი იდგა. კიდევ კარგი უკრაინელებს ვეთამაშებოდით და ეს ყველაფერი დიდად არ გააკვირვებდათ. თუმცა ლვოვის გუნდია, ხოლო ლვოვი ყველაზე დასავლური ქალაქია მთელს უკრაინაში (ისინიც ჩვენსავით ვერ იტანენ რუსებს). ყველაზე გაკვრივებულები მაინც ნორვეგიელი მსაჯები იყვნენ. ამ ყვლეაფრის გამო მეც ძალიან შემრცხვა და ამ დროს მესმის გაურკვეველი წარმომავლობის კომენტატორის ფრაზა “თამაში თუ არ გამოგვივა, სტუმარ–მანსპინძლობით მაინც არ შეირცხვენენ თავს ჩვენი ბიჭებიო”. ამ დღეს დინამომაც წააგო “ეროვნულ” სტადიონზე. ღამე კი ჩემმა ნაქებმა კალათბერთელებმაც დამინგრიეს იმედები.

ლოგინში დაწოლისის კიდევ ერთხელ გავიფიქრე – სანამ დინამო, ლოკომოტივი, მეტალურგი, ტორპედო და მანქანის სხვა ნაწილების სახელები ერქმევა გუნდებს, მანამდე არაფერი ჩენ არ გვეშველება. არავის არ ესმის როგორ შემიძლია ვიჯდე და ვუყურო ზესტაფონის ან თუნდაც დინამოს თამაშს. უჭირთ გაიგონ, რომ აქ ფეხბურთი არაფერ შუაშია.

Advertisements
გალერეა | This entry was posted in ზაფხულის წერილები. Bookmark the permalink.

One Response to მსუყე დღე – უკეთესი მომავლის პერსპექტივით ))

  1. Khatuna ამბობს:

    Gega dalian sakvareli xar!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s