ორაზროვანი და უცნაური ქვეყანა

მაკრინე გამარჯობა შენი! ვიმყოფები უკიდერესი უსაქმურობის ზენიტში. გწერ ოფისიდან, რომელსაც არ აქვს ფანჯარა და სადაც არაფერი არ იღება. ოფისიდან რომელსაც ჰაერიც საკუთარი აქვს. ბუნებრივი აღწევს მხოლოდ მზე, რომელსაც ეგებებიან ბრონირებული, ჩარაზული შუშის მინები.

შუშას შიგადაშიგ წმენდენ, ისე ძირითადად ტალახიანია. ჩემი მაგიდა მუდამ არეულია, დამლაგებლები შაბათ–კვირას თავის ჭკუაზე მილაგებენ, მერე ძებნაში კიდევ უარესად ვურევ და შესაბამისად მუდმივი დომხალი მაქვს მაგიდაზე. საერთოდ ვერ ვიტან ქაღალდებს და “ფაილინგს” და არც იმ ხალხის მესმის ვისაც “ფაილინგი” ხიბლავს. ამომივიდა ყელში რუტინა, ერთი და იგივე სახეები, ხმები, ხედები… ზოგადად ყველასთან ვმეგობრობ, განსაკუთრებით 4–5 ადამიანთან.

ისე აქ ყველა ყველას უღიმის. ადრე მაღიზიანებდა უაზრო ღიმილი ყველას სახეზე. ეხლა მივეჩვიე და მეც მათ დავემსგავსე, ხანდადახან მავიწყდება და ქუჩაშიც ყველას ვუღიმი და ვესალმები)))) იმ დღეს ჩემ ძმაკაცთან ზვიად ბერაიასთან მივედი სტუმრად დიდუბეში. პირველი სართულის აივანზე ერთი მრავალშვილიანი დედა იყო გადმოყუდებული და სარეცხს ზანტად ფენდა. მეც ტრადიციული ღიმილით მივესალმე))) ქალმა შემომხედა და “ვინ ხარ შვილოო?” მომაძახა. ერთი რიგითი ქართველი ვარ, აქ ხშირად მოვდივარ და გადავწყვიტე მოგსალმებოდით მეთქი (თან ვიღიმი), “ვაი შენ პატრონსო” გაიფიქრა, სიბრალულით შემომხედა და წინდაც მიაფინა.

ხანდახან ვფიქრობ, იმდენად ველურები ვართ, ალბათ ეს სიველურე თუ გადაგვარჩენს მეთქი.

ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანს სიყვარულში თუ გამოუტყდები, ორაზროვნად მოგწერენ “შენც კარგი ბიჭი ხარო”. იქნებ სწორედ ამიტომ მიყვარს ეს ქვეყანა, რომ აქ ყველაფერი უცნაური და ყველასგან განსხვავებულია.

მე კი არასდროს მიოცნებია ოფისზე, შიდა ვენტილაციითა და ბრონირებულ შუშის მინებზე.

Advertisements
გალერეა | This entry was posted in ზაფხულის წერილები and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to ორაზროვანი და უცნაური ქვეყანა

  1. მე პეპი გრძელიწინდა ამბობს:

    უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუვ ❤
    მესიმოვნა
    ბედნიერი იყავი შენით

  2. Rita Dolidze ამბობს:

    ნეტავ მაკრინემ რა მოგწერათ??? ძალიან საინტერესოდ წერთ
    პატივისცემით

    • gegagabunia ამბობს:

      მითხრა ეს ჩვეულებრივი წერილი არ არისო, თავისუფლად შეგიძლია გამოაქვეყნო და დაარქვა ორაზროვანი და უცნაური ქვეყანაო ))

  3. ana adamia ამბობს:

    dzalian momewona : ))))) ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანს სიყვარულში თუ გამოუტყდები, ორაზროვნად მოგწერენ “შენც კარგი ბიჭი ხარო”. იქნებ სწორედ ამიტომ მიყვარს ეს ქვეყანა, რომ აქ ყველაფერი უცნაური და ყველასგან განსხვავებულია. ……. magaria ra : )))))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s